შემოსული ვიზიტორების მართვა

თარგმანი განახლდა: 22.11.2026წყარო: Suprema Docs — Manage Check-In Visitors (Suprema-ს ბოლო განახლება: 30.10.2025)

შეამოწმეთ შემოსვლის სტატუსის მქონე ვიზიტორები და შეცვალეთ ვიზიტის ინფორმაცია ან გააფორმეთ გასვლა.

  1. გამშვები (Launcher) გვერდზე დააწკაპუნეთ ვიზიტორი (Visitor).

  2. ეკრანის ზედა ნაწილში დააწკაპუნეთ ჩანართს შემოსვლა (Check in).

  3. სიაში დააწკაპუნეთ ვიზიტორს, რომლის მონაცემების შეცვლა ან გასვლის გაფორმება გსურთ.

  4. შეამოწმეთ ვიზიტორის ვიზიტის მოთხოვნის ინფორმაცია.

    • ცალკეული პუნქტების შესაცვლელად და შესანახად დააწკაპუნეთ ღილაკს რედაქტირება (Edit) ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

    • გასვლის გასაფორმებლად დააწკაპუნეთ ღილაკს გასვლა (Check Out) ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში.

ვიზიტორები, რომელთა გასვლაც უნდა გაფორმდეს, შეგიძლიათ შემოსვლა (Check in) სიიდანაც აირჩიოთ. სიაში მონიშნეთ შესაბამისი ვიზიტორის მოსანიშნი უჯრა და შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკს გასვლა (Check Out) ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.

ეს გვერდი Suprema-ს ოფიციალური ინგლისური სახელმძღვანელოს ქართული თარგმანია. ეკრანის სურათები ინგლისურ ინტერფეისს ასახავს; ღილაკებისა და ველების სახელები მოცემულია ქართულად, ფრჩხილებში — ინგლისურად. უზუსტობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ორიგინალს.