+995 32 2432432

მხარდაჭერა

დოკუმენტაცია, პროგრამები და ხშირი კითხვები

მწარმოებლის ოფიციალური რესურსები ერთ ადგილას. თუ საჭირო დოკუმენტს ვერ პოულობთ, მოგვწერეთ მოდელის დასახელება.

ხშირი კითხვები

რას გვეკითხებიან ყველაზე ხშირად

რით განსხვავდება ერთი მოდელის შეკვეთის კოდები?
ძირითადად ბარათის ტექნოლოგიებით (მაგალითად, HID Prox და iCLASS მხოლოდ ზოგიერთ კოდზეა), ასევე Wi-Fi-ს, PoE-ს ან თითის ანაბეჭდის სენსორის არსებობით. განსხვავება მითითებულია თითოეული მოდელის გვერდზე, შეკვეთის კოდების ცხრილში.
რომელი მოწყობილობა ვარგა გარე მონტაჟისთვის?
შეხედეთ დაცვის კლასს (IP) და სამუშაო ტემპერატურას მოდელის ტექნიკურ მონაცემებში. კატალოგში შეგიძლიათ მოძებნოთ, მაგალითად, IP67.
შეიძლება კარის გაღება ტელეფონით?
დიახ, იმ წამკითხველებზე, რომლებსაც აქვთ NFC ან BLE. დეტალები იხილეთ გვერდზე „მობილური საშვი“. არსებულ RF წამკითხველებს მობილური საშვი Airfob Patch-ით ემატება.
რა განსხვავებაა კონტროლერიან და ავტონომიურ სტრუქტურას შორის?
ცენტრალიზებულ სტრუქტურაში მონაცემებს ინახავს და გადაწყვეტილებას იღებს კონტროლერი (მაგალითად, CoreStation), წამკითხველი კი მხოლოდ კითხულობს. განაწილებულ სტრუქტურაში ქსელური წამკითხველი თავად არის კონტროლერიც.
რომელი პროგრამული პლატფორმა მჭირდება?
BioStar X ყენდება საკუთარ სერვერზე, BioStar Air ღრუბლოვანია და სერვერი არ სჭირდება. თითოეული პლატფორმა მოწყობილობების საკუთარ სიას უჭერს მხარს — იხილეთ პლატფორმის გვერდი ან მოგვწერეთ.
სად ვიპოვო ინსტრუქცია და პროგრამის ახალი ვერსია?
მწარმოებლის რესურსებზე: Suprema Docs, Download Center და Knowledge Base. ბმულები ამ გვერდის ზედა ნაწილშია.
როგორ გავიგო ფასი?
ფასებს საიტზე არ ვაქვეყნებთ. მოგვწერეთ მოდელი ან შეკვეთის კოდი და რაოდენობა — გიპასუხებთ სამუშაო საათებში.

როგორ ვმუშაობთ

01

კონსულტაცია

გვიყვებით ობიექტის შესახებ: რამდენი კარია, რამდენი მომხმარებელი და რომელი იდენტიფიკაციის მეთოდი გჭირდებათ.

02

შერჩევა და შეთავაზება

გირჩევთ მოდელებს, შეკვეთის კოდებსა და პროგრამულ ლიცენზიას და გიგზავნით ფასს.

03

მიწოდება

გატყობინებთ ხელმისაწვდომობასა და მიწოდების ვადას.

04

მხარდაჭერა

გიპასუხებთ ტექნიკურ კითხვებზე და გაწვდით მწარმოებლის დოკუმენტაციას.

გჭირდებათ ტექნიკური დახმარება?

დაგვირეკეთ სამუშაო საათებში ან მოგვწერეთ მოწყობილობის მოდელი და პრობლემის აღწერა.