საერთო ინტერფეისის გაცნობა

თარგმანი განახლდა: 22.11.2026წყარო: Suprema Docs — Learn Common UI (Suprema-ს ბოლო განახლება: 11.05.2026)

BioStar X-ის მომხმარებლის ინტერფეისი (UI) ისეა შექმნილი, რომ მომხმარებლებმა სისტემაში ადვილად გადაადგილება და მუშაობა შეძლონ. ამ დოკუმენტში აღწერილია BioStar X-ის ინტერფეისის საერთო კომპონენტები. მისი დახმარებით გაეცნობით BioStar X-ის ინტერფეისს და სისტემას უფრო ეფექტიანად გამოიყენებთ.

ეკრანის ჰედერის არე ყველა გვერდზე ერთნაირია და შეიცავს ბმულ-ღილაკებს BioStar X-ის სხვადასხვა ფუნქციაზე გადასასვლელად.

  1. BioStar X-ის ლოგო: ბმული-ღილაკი, რომლითაც მომხმარებელი BioStar X-ის გამშვები (Launcher) გვერდზე ბრუნდება.

  2. სწრაფი ბმულები: შეიცავს BioStar X-ის ძირითად გვერდებზე გადასასვლელ ბმულებს.

  3. სწრაფი მოქმედება (Quick Action): ასრულებს სერვერის მომხმარებლის მიერ დაყენებულ მოქმედების (action) ფუნქციას. ღილაკზე დაწკაპუნებისას გამოჩნდება მოქმედებების სია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სწრაფი მოქმედების გამოყენება.

  4. სერვერის დრო: შეამოწმეთ გაშვებული BioStar X სერვერის მიმდინარე დრო. ღილაკზე მაუსის მიტანისას გამოჩნდება სერვერის მიმდინარე დრო.

  5. ინფორმაცია (Information): შეამოწმეთ დაინსტალირებული BioStar X-ის ვერსიის ინფორმაცია.

  6. დახმარება (Help): ბმული-ღილაკი, რომელიც BioStar X-ის დახმარების გვერდზე გადადის.

  7. ანგარიში (Account): გადადით მენიუში პირადი პარამეტრები (Preferences) ან შეცვალეთ სისტემაში ამჟამად შესული მომხმარებლის პაროლი.

  8. გამოსვლა (Logout): ასრულებს სისტემაში ამჟამად შესული მომხმარებლის სესიას და გამოდის სისტემიდან.

ეს გვერდი Suprema-ს ოფიციალური ინგლისური სახელმძღვანელოს ქართული თარგმანია. ეკრანის სურათები ინგლისურ ინტერფეისს ასახავს; ღილაკებისა და ველების სახელები მოცემულია ქართულად, ფრჩხილებში — ინგლისურად. უზუსტობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ორიგინალს.